ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2019 19:28
ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მატარებელი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.

Imedinews-ის ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა. მატარებელი უკვე დაცლილია მზავრებისგან. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
 

ტეგები