ბერლუსკონის ეროტიკული წვეულებების სტუმარი რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს - მედია
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2019 15:58
ბერლუსკონის ეროტიკული წვეულებების სტუმარი რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს - მედია

მაროკოელი მოდელი იმან ფადილი, რომელიც სილვიო ბერლუსკონი საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო, რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს.
 
34 წლის იმან ფადილი მილანის საავადმყოფოში 1 მარტს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ქალმა თავის ძმას უთხრა, რომ ის მოწამლეს. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფადილი რადიაქტიური ნივთიერებითაა მოწამლული.
 
2013 წელს სილვიო ბერლუსკონი არასრულწლოვანი სექსმუშაკის და მოცეკვავის მომსახურებით სარგებლობაში დამნაშავედ ცნეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრემიერი გაამართლა.