თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2019 22:43
თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს

სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე დაპირისპირება მოხდა მძღოლსა და მის ნაცნობს მგზავრს შორის, რა დროსაც მგზავრმა მძღოლს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

 „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მძღოლმა გზა განაგრძო, მაგრამ ცოტა ხანში იგრძნო, რომ დაჭრილი იყო და შველა ითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.


 

ტეგები