"დაგვიკავშირდა მაშველების მიერ გადარჩენილი ლეკვების პატრონი, უვნებლად ჩავაბარეთ"
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 10:11
"დაგვიკავშირდა მაშველების მიერ გადარჩენილი ლეკვების პატრონი, უვნებლად ჩავაბარეთ"

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და ყოფილი ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე გუშინ მეხანძრეების მიერ გადარჩენილი ლეკვების შესახებ წერს:

"დაგვიკავშირდა მეხანრე-მაშველების მიერ წუხელ, დიდ დიღომში გადარჩენილი ლეკვების პატრონი, რომელსაც ორივე ლეკვი უვნებლად ჩავაბარეთ".

მანამდე ფეიქრიშვილის განცხადებით, ლეკვები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უნდა წაეყვანათ სადაც მათ მეხანძრეები და უპატრონებდენ.