იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 12:28
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.