სოფიო ქაცარავა ერიკ ჰოგს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 14:30
სოფიო ქაცარავა ერიკ ჰოგს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. სოფიო ქაცარავამ სტუმართან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

შეხვედრის განსახილველი თემები იყო ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, ინსტიტუციური დაახლოვება და გამოწვევებთან გამკლავება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღის წესრიგსა და გეგმებზე.