სამშენებლო მასალების 80% უვარგისია და საშიშ ნივთიერებებს შეიცავს
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 20:38
სამშენებლო მასალების 80% უვარგისია და საშიშ ნივთიერებებს შეიცავს

სამშენებლო მასალების 80% უხარისხო და გამოუსადეგარია. 

პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მოძრაობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ბაზრიდან სწორედ ამ მოცულობის პროდუქციის ამოღება მოუწევთ. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს,  ეს, რა თქმა უნდა, იმ პირობებში თუ კანონი მღებისთანავე ფარატინა ქაღალდად არ იქცევა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სამშენებლო მასალებში ყველაზე მეტი პრობლემა რადონის მაღალი შემცველობაა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. განსაკუთრებით უნდა გაკონტროლდეს მოსაპირკეთებელი მასალები და არმატურა, რომლებიც მომწამლავ ნივთიერებას ჭარბი ოდენობით შეიცავენ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, საფრთხის შემცველ სამშენებლო პროდუქციას ბაზრიდან ამოიღებენ. მინისტრის მოადგილის გენადი 

არველაძის განცხადებით, ახალი ინიციატივა გულისხმობს ეტაპობრივად სხვადასხვა პრდუქციის შემოწმებას, მათ შორის სათამაშოების, სამოქალაქო დაცვის ფეთქებადი საშუალებების, მანქანა-დანადგარების და ა.შ.

კანონის შემუშავებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და ევროპულ კანონთან დაახლოება 2022 წლამდე სრულად უნდა მოხდეს.

სამშენებლო მასალების კონტროლი ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დაეწყო ორგანიზაციას მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა. კომპანიის ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძ რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ჰქონდათ მინიმალური მხარდაჭერაც კი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დიდი იყო.

ამ ეტაპზე ევროპული სტანდარტის შემოღებას საკანდელიძე დაუშვებლად მიიჩნევს, რადგან მათი ნორმები არის საკმაოდ მკაცრი. პირობების სრულად დაკმაყოფილება კი ნიშნავს, რომ სამშენებლო ბაზარი საერთოდ გაჩერდება. ამიტომ რეგულაცია პირველ ეტაპზე უნდა იყოს შედარებით რბილი და თანდათან გამკაცრდეს, რომ მშენებლებსა და მეწარმეებს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

 

იხილეთ სრულად