კირილის წირვას საპატრიარქოს წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონების "ელჩებთან" ერთად დაესწრო
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 14:37
კირილის წირვას საპატრიარქოს წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონების "ელჩებთან" ერთად დაესწრო

რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ ჩატარებულ წირვას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ ელჩებთან ი. მ. ახბასთან და ზ. ნ. გასიევთან ერთად დაესწრო. 

ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

17 მარტს რუსეთის პატრიარქმა კირილმა მართლმადიდებლობის ზეიმის სადღესასწაულო ღვთისმსახურება მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ჩაატარა. 

 

 

წყარო