თემქაზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 15:03
თემქაზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

თემქაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო გასული. მომხდარის შედეგად, ხანძარი არ გაჩენილა. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.