სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 20:24
სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში არ არსებობს მხარე და რეგიონი, რომელსაც არ აქვს საკუთარი განვითარების პოტენციალი და შესაძლებლობა. სახელმწიფოს ვალია დაინახოს ეს პოტენციალი და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაიზრდება თვითმმართველობის ძალა, ადგილობრივი მოსახლეობისაგან წამოვა უფრო მეტი იდეა და ინიციატივა და ბევრი სასარგებლო და საინტერესო პროექტი განხორციელდება, თუმცა ამ პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი ადამიანური რესურსი.

სალომე ზურაბიშვილმა რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და კულტურული მიმართულებების განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში ბიბლიოთეკები, თეატრები, მუზეუმები, კულტურული ცენტრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონში სიცოცხლეს ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვემო ქართლის, როგორც მრავალეთნიკური რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგიონი ქართული ტოლერანტობის ძლიერი მაგალითია. მისი განცხადებით, საუბარია იმაზეც, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა, როგორც კულტურული ფასეულობა არამატერიალური კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შეიტანოს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ტოლერანტობა შესაძლებელია ერთ-ერთ ტიურისტულ მიმართულებადაც განვიხილოთ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა იმის სანახავად როგორ მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში სხვადა სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები.

პრეზიდენტმა განთლების მნიშვნელობასა და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებმა ,,ერასმუსის" პროგრამებით ისარგებლონ, ახალი გამოცდილებითა და იდეებით დაუბრუნდნენ სამშობლოს.

ტეგები