პრეზიდენტმა ქვემო ქართლში ადგილობრივი მცირე საწამოები დაათვალიერა
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 23:18
პრეზიდენტმა ქვემო ქართლში ადგილობრივი მცირე საწამოები დაათვალიერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში ქალთა კოოპერატივი “დისველი” რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა, რომელიც ეკომიგრანტმა ქალებმა შქმნეს.

აღინიშნა, რომ ქალთა კოოპერატივი “დისველი”, სოფლად მცხოვრები ქალების ერთობლივი მუშაობის წარმატების მაგალითია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სოფელში მცხოვრები ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებს.

საწარმოში დასაქმებულია 12 ადგილობრიბრივი. საწარმოს წარმადობაც დღე-ღამეში 2.5 ტონა რძეს შეადგენს, დღეში 1.2 ტონა რძეს ამუშავებს. რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან და მსხვილი ფერმებიდან იბარებს.

ტეგები