სანდრა რულოვსს ზვიად სიჭინავა დაუპირსპირდება
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 13:15
სანდრა რულოვსს ზვიად სიჭინავა დაუპირსპირდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” წარადგენეს.

სიჭინავას განცხადებით, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „გავხადოთ ზუგდიდი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქი”.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “გაერთიანებული ოპოზიცია” ზუგდიდის მერობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეს სანდრა რულოვს დაასახელებს. გადაწყვეტილება მიღებულია. წყაროს ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

ამ დროისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მართველი გუნდისგან შეთავაზებას არ ადასტურებს.