სოფიო ქაცარავა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერტ შუფს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 13:51
სოფიო ქაცარავა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერტ შუფს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში (რეზიდენციით -  ბაქო)  ბერტ შუფს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის ეფექტიანობა და მისი როლი ინსტიტუციური განვითარებისთვის,  ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა და ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

საუბარი, აგრეთვე შეეხებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს, საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს დღის წესრიგის ძირითად ამოცანებსა და მიზნებს.

მხარეებმა, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა ადგილზე, რომელსაც ბელგიის მთავრობისგან მტკიცე მხარდაჭერა აქვს.