27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 14:42
27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდამ თავი საკუთარ მანქანაში იარაღით მოიკლა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.