ყაზახეთის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის პატივსაცემად დღეიდან ნურსულთანი ჰქვია
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 16:22
ყაზახეთის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის პატივსაცემად დღეიდან ნურსულთანი ჰქვია

ყაზახეთის დედაქალაქს ასტანას ყოფილი პრეზიდენტის ნუსრულთან ნაზარბაევის პატივსაცემად დღეიდან ნურსულთანი ჰქვია. 

ქვეყნის პარლამენტმა ინიციატივას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

19 მარტს, თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა.