"ვერავინ გადარჩებით" - იტალიაში მძღოლმა სკოლის ავტობუსი ბავშვებთან ერთად გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 23:27
"ვერავინ გადარჩებით" - იტალიაში მძღოლმა სკოლის ავტობუსი ბავშვებთან ერთად გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა

იტალიაში, მილანთან ახლოს, მძღოლმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა, რომელშიც 50 მოსწავლე იმყოფებოდა. წარმოშობით სენეგალელმა იტალიის მოქალაქე კაცმა, სანამ ავტობუსს ბენზინს გადაასხამდა და ცეცხლს წაუკიდებდა, რამდენიმე ბავშვი სკამებზე  მიაბა.

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი სანამ ავტობუსს ცეცხლს წაუკიდებდა ბავშვებს ეუბნებოდა: " ვერცერთი ვერ გადარჩებით".

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბავშვებმა გათავისუფლბა და გადახტომა მოახერხეს ავტობუსის უკანა ფანჯრებიდან, რომელიც პოლიციამ ჩაამსხვრია.

შემთხვევის შედეგად კვამლით 14 ადამიანი მოიწამლა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

47 სენეგალური წარმოშობის იტალიელი დააკავეს.

ჟურნალისტებს ბავშვებთან ერთად მყოფმა მასწავლებელმა განუცხადა, რომ მძღოლი იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდა.

ქმედების ზუსტი მოტივი უცნობია. პოლიცია ტერორიზმის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

ტეგები