კასპში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 23:44
კასპში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კასპში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 1 tv.ge-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

ოჯახში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავენ, თვითმკვლელობის მიზეზებზე კი საუბარი უჭირთ.

გარდაცვლილს ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები