"ლიბერთი ბანკი" განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 23:52
"ლიბერთი ბანკი" განცხადებას ავრცელებს

"ლიბერთი ბანკი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღეს, მედიასაშუალებით გავრცელდა ცალმხრივი, მიკერძოებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ბარბარე პაპუნაშვილისთვის საქველმოქმედო მიზნით შეგროვებული თანხის დაბლოკვის შესახებ.

"ლიბერთი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები, კერძოდ, სესხის თანხის ავტომატურად ჩამოჭრა, ხორციელდება პროგრამულად და ყველა ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კონკრეტული მომხმარებლის ინტერესს. ნებისმიერ შემოსულ განაცხადზე რეაგირება ხდება ოპერატიულად და მედიის ჩარევის გარეშე.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მომხმარებლის მიერ განაცხადი შემოვიდა გუშინ, 19 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს და რეაგირება განხორციელდა დღეს, 20 მარტს, სამუშაო დღის დაწყებისთანავე. ავტომატურად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების შესახებ მყისიერად ეცნობა მომხმარებელს.

მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია მომზადდა ნაჩქარევად, ამ ფაქტის ბანკთან გადამოწმების გარეშე და ვფიქრობთ, რომ ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ბანკის რეპუტაციის შელახვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები