"უტაქტობის და უცოდინრობის ზეიმი" - ინგა გრიგოლია პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რას პასუხობს ტელეწამყვანი კრიტიკოსებს
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 23:56
"უტაქტობის და უცოდინრობის ზეიმი" - ინგა გრიგოლია პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რას პასუხობს ტელეწამყვანი კრიტიკოსებს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებას მოუწოდებს, ნერვებს გაუფრთხილდნენ და მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი მაყურებლები არიან.

"ის აღშფოთებული ადამიანები, პრეზიდენტს როგორ შეჰბედე შეკამათებაო, შე უზრდელო და ტუტუცოო, შე ხეპრე და გაუნათლებელოო, გაბრაზებულები რომ მთაგავენ. ერთ მშვენიერ დღეს, პრეზიდენტს რომ გაუნაწყენდეს ივანიშვილი, როგორც მარგველას, მერე რას იტყვიან ნეტა? მადლობა, რომ გვიყურეთ და ნერვებს გაუფრთხილდით, მე კი საინტერესო ინტერვიუები ნუ მომიშალოს ღმერთმა"- წერს გრიგოლია.

19 მარტს "ტვ პირველის" ეთერში გავიდა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტს რამდენიმე საკითხში შეეკამათა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ, პრეზიდენტის რანგში.

წყარო: palitravideo.ge

ტეგები