ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილს პარლამენტში მოუსმენენ
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 09:55
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილს პარლამენტში მოუსმენენ

პლენალურ სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ. მინისტრი ანაკლიის პორტზე ისაუბრებს. მაია ცქტიშვილმა პარლამენტში მისვლისა და საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშის წარდგენის სურვილი თავად გამოთქვა.

ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში მინისტრი ამბობს, რომ პორტის მშენებლობის პროექტზე როგორც საზოგადოებაში, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი ინტერესია, აქედან გამომდინარე ის მზად არის, დეპუტატების წევრების შეკითხვებს უპასუხოს.

მინისტრთან კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტს ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მინისტრის მიმართ პარტიის წევრებს კითხვები ექნებათ პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრები მას ასევე ინვესტიციების მოძიებასა და ტრანზიტულ დერეფნებში პორტის ინტეგრირებაზე დაუსვამენ კითხვებს.

კრიტიკული კითხვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მინისტრთან. პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებს აინტერესებთ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაწყებული გამოძიება ხომ არ უკავშირდება ხომ არ პროექტის შეფერხების სურვილს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან.

ცქიტიშვილი პარლამენტის წინაშე ბოლოს 20 თებერვალს გამოვიდა.

ტეგები