21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 11:02
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.



დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.



მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს, რადგან იგი არათუ დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი, რომელიც პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა, არაა მემკვიდრეობითი და არც - გადამდები.

ტეგები