პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 12:19
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა ახლობლებმა გუშინ ღამე გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც დაკავებულები სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, სხვა შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.

პროტესტს შეუერთდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც. შეგახსენებთ, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდაპირველად 18 პირი დააკავეს. მოგვიანებით მათი უმრვალესობა გირაოთი გაათავისუფლეს.

ტეგები