რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 13:06
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა გაიზარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ბაზა დამატებით 600 კონტრაქტორით შეავსეს. აქვე ნათქვამია, რომ შევსება სამხედროების პირადი სურვილით მოხდა. საბოლოოდ კანდიდატებს შორის საუკეთესოები გადამზადების შემდეგ შეარჩიეს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, ვის შეეძლო უკეთ აფხაზეთის კლიმატურ პირობებში სამსახური.

ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ბაზის პირადი შემადგენლობა 4 000 სამხედროს შეადგენდა. შესაბამისად მათი რაოდენობა 4 600-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება შეიარაღებას და მძიმე ტექნიკას. ღია წყაროებში შემდეგი მონაცემებია მითითებული :

40 ერთეული ტანკი T-90A,

210 ჯავშანტრანსპორტიორი - 80A,

18 თვითმავალი ჰაუბიცა 2C3 „აკაცია“,

12 ნაღმმტყორცნი 2C12 „სანი“,

18 რეაქტიული სისტემა ბმ-21 „გრადი“,

ბუქსირებადი ჰაუბიცა დ-30,

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი - C-300.

 

ტეგები