გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 18:01
გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღში აღსაზრდელებმა ქვეწარმავალი იპოვეს. ბაღი გარკვეული დროით დაიხურა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.




ორშაბათს დილით საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ღუმელის ქვეშ ნახეს ქვეწარმავალი. დაახლოებით მეტრანახევარი სიგრძის იყო, რომელიც დარაჯმა და მეზობელმა კაცმა მოკლეს. ამ ეტაპზე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ჩართულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. უნდა ჩატარდეს გარკვეული სახის სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ იატაკი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ასევე უნდა დამუშავდეს შენობა, – ამის შესახებ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, შორენა ფროდიაშვილმა განაცხადა.

ტეგები