პარლამენტში დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 10:07
პარლამენტში დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეიდან პირველად ინტერპელაციის წესი ამოქმედდება. ამ ფორმატის ფარგლებში, დეპუტატები პირველად პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ინტერპელაციის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ.

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას, უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული.

რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

დებატების შემდეგ ადრესატს დასკვნითი გამოსვლისთვის 20 წუთი ეძლევა. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ კი შეიძლება, მიღებულ იქნას დადგენილება.

ტეგები