ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს მართავს
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 12:27
ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს მართავს

„ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც“,- ამის შეესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, ახლა ის კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, თუმცა გარკვეული ტიპის კონსულტაციები აქვს ადამიანთა ჯგუფთან და მაისის ბოლოს გახდება ცნობილი მისი კონკრეტული გეგმების შესახებ.

„თქვენ რომ გეკითხათ რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება, კარგი არაფერი ხდება... კარგი ამათგან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რაც დამამახსოვრდა - მწეველებზე არ მინდა ცუდად გამომივიდეს - დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა იყო ერთადერთი კარგი რაღაც, რაც ამათგან გავიგე. მე თვითონაც დიდი ხანია სიგარეტისთვის თავი მაქვს დანებებული და ამიტომ კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს სიმართლე გითხრათ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

წყარო: liberali.ge
 

ტეგები