თბილისში კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 12:53
თბილისში კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის

თბილისში კოსტავას ქუჩაზე საოჯახო ტიპის სასტუმრო იწვის. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო ბრიგადა. ხანძარი სახურავს უკიდია. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი კი უკვე ლოკალიზებულია.
 

ტეგები