8 წლის ბავშვი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 16:41
8 წლის ბავშვი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

11-დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა 8 წლის ბექა დავითაიას გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდს 11 მარტს, ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, დენმა დაარტყა.

თავდაპირველად ის ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ბექა დავითაია სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით (70%) სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, 8 წლის მოზარდი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

ტეგები