ირაკლი კობახიძე: შალვა შავგულიძე დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 19:22
ირაკლი კობახიძე: შალვა შავგულიძე დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას

„ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს არის ამის ძალიან ნათელი დამადასტურებელი მოვლენა”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი შალვა შავგულიძე, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატი იქნება, დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას.

„გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე - საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძე გამოდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს არის ამის ძალიან ნათელი დამადასტურებელი მოვლენა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 

ტეგები