პარასკევს დეპუტატებმა ოთხ საათამდე ვიმუშაოთ. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება - შალელაშვილი
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 20:44
პარასკევს დეპუტატებმა ოთხ საათამდე ვიმუშაოთ. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება - შალელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის პარასკევს მოკლე სამუშაო დღის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ 1TV.GE წერს.

„პარასკევს თუ შეიძლება, რომ ოთხ საათამდე იყოს სამუშაო დღე. თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევ დღეს, რომ დავთქვათ ოთხ საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შალელაშვილს არ დაეთანხმა.

„გაგვიჭირდება ალბათ, იმდენად დატვირთული გვაქვს გრაფიკი, ცხრა საათზეც გვიჭირს მუშაობის დასრულება. მით უმეტეს, პარასკევს არის ინტერპელაციები და მთავრობის მოსმენები საკმაოდ ხშირად. ამიტომ, შეიძლება გაგვიჭირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები