კახა კალაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 12:41
კახა კალაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების „ლივერპულისა“ და „მილანის“ ვეტერან ფებურთელებს შორის დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძეც ითამაშებს.

ლეგენდების შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთის ცნობილი ლეგენდები: პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, მაიკლ ოუენი, კაკა, ჯემი კარაგერი და სხვები.

აღნიშნული მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.