რაჭაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 14:39
რაჭაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული 21 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. 

შსს-ს ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუსტ მი­ზეზს ექსპერტები დაადგენენ.