"მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ნანგრევებში წევს... რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია"
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 16:12
"მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ნანგრევებში წევს... რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია"

"ყურადღება!!! 

მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ამ ნანგრევებში წევს. აკანკალებული იწვა სიცივისგან. რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია. არავინ არ ჰყავს, სულ მარტოა და ზოგჯერ გარეთ გამოსვლას ახერხებს რომ პურისთვის ფული სთხოვოს ვინმეს. ოთახში ბალახია ამოსული, შუქი და გათბობა ძალიან ბევრი წელია ჩამქრალი აქვს, არასდროს არ მქონიაო ამბობს. არ აქვს სულ არაფერი, არც ტანსაცმელი, თეფში და ჭიქაც კი არ აქვს ერთი. ერთი ნაჭერი ყველი გვთხოვა, მენატრებაო, ლამის გული გაგვისკდა მართლა. საჭმელი ენატრება ადამიანს და ზაფხულს ელოდება რომ გათბეს. სიკვდილს ნატრობს, ვეღარ ვძლებო ამბობს. ტირის და გვატირებს ჩვენც რა.

ვერაფრით ვერ დავტოვებთ ასე, მშიერს და გაყინულს! ოთახი თავისია და შეგვიძლია გავუკეთოთ ისე, რომ დათბეს, დენი უნდა ჩავურთოთ და გათბობა. უნდა ჩავაცვათ და ისე ვიზამთ რომ საჭმელი არასდროს მოაკლდეს! მომეხმარეთ რა, ცხოველი ვერ გაძლებს ამ პირობებში, მოხუცი ბებო კი არა.

დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას რასაც შევძლებთ. გამივრცელეთ როგორც შეძლებთ რა.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე 

ანგარიშის ნომერი: 

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

Akaa Sinjikashvily-ს ფოტო.