"ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 16:54
"ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.