შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია “სმაილის” ქურდობის ფაქტი გახსნა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 20:44
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია “სმაილის” ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული  ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს, არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია “სმაილი” გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ს მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს.