24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 20:46
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით მეტად მიზანმიმართული. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. უფროსებთან ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ. 

 

კურო

გამოცდილებასა და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შეიძლება ვიღაცამ განზრახ ეცადოს თქვენს შეცდომაში შეყვანას. 

 

ტყუპი

უსიამოვნებები დაუყოვნებლივ მოაგვარეთ. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. 

 

კირჩხიბი

ნუ ხართ სენტიმენტალური, ყველაფერი გამოგივათ, თუ მოინდომებთ და ერთგულ ადამიანებს დაიხმარებთ. 

 

ლომი

დაიკაპიწეთ ხელები და თავად გააქტიურდით სურვილების ასასრულებლად. შეიძლება ჩაიშალოს მგზავრობა, მივლინება. 

 

ქალწული

ცვლილებების დღეა. შეიძლება სხვისმა მაგალითმა მოქმედების სურვილი აღგიძრათ. მტრულ გარემოშიც კი დიპლომატიურად იმოქმედეთ. 

 

სასწორი

ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. დაიცავით საკუთარი უფლებები. 

 

მორიელი

იყავით კომუნიკაბელური. კარგი დღეა ტექსტებთან და დოკუმენტებთან მუშაობისთვის. მცირე უსიამოვნების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. 

 

მშვილდოსანი

ფინანსები ზომიერად ხარჯეთ. ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. საღამო მომავალი დღის გეგმის შედგენას დაუთმეთ. 

 

თხის რქა

რთულ მომენტში დახმარებას უცნობი ადამიანებიც გაგიწევენ. შეიძლება მოულოდნელი წერილი მიიღოთ. 

 

მერწყული

თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები შეიძლება ფარულად წარიმართოს. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. შეიძლება საკუთარი დრო, ჯანმრთელობა და ფული სხვების კეთილდღეოაბს მოახმაროთ. 

 

თევზები

მეტად პრაგმატული და მიზანმიმართული უნდა იყოთ. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. განსაკუთრთებით იმათთან, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია.