ლადო აფხაზავას პრეზენტაცია დუბაიში - ვიდეო
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2019 22:59

ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. საუკეთესო მასწავლებელი 2019-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ილაპარაკა.  აფხაზავამ დამსწრეებს შესთავაზა იმ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. შეთავაზება სახალისო აღმოჩნდა და მასში მთელი დარბაზი ჩაერთო.

Global Teacher Prize 2019-ზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 24 მარტს გამოვლინდება. დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე პრიზიორს $1 მილიონი გადაეცემა.

ინტერვიუ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის კანდიდატთან ვრცლად ამ ბმულზე წაიკითხეთ.

 

 

წყარო