მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე პირველი კანდიდატი უკვე დარეგისტრირდა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 10:51
მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე პირველი კანდიდატი უკვე დარეგისტრირდა

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე პირველი კანდიდატი უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბრძოლა განახლებისთვის დაიწყო! საინიციატივო ჯგუფმა დააყენა ჩემი კანდიდატურა მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარად. ამით გახსნილად ვაცხადებ ჩვენს უკომპრომისო ბრძოლას მანკიერების, უსამართლობის და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.

ახლა იწყება მეორე ფაზა - ხელმოწერების შეგროვება! ყველა მთაწმინდელს ვიწვევთ ხელმოწერების დასაფიქსირებლად.

ყველას ვისაც მობეზრდა ერთიდაიგივეობა, ვისაც სწამს განახლების, ვისაც სწამს დემოკრატიის, ვისაც სწამს სოციალური სახელმწიფოსი, ყველას ვიწვევთ დასახმარებლად და თავის ხელმოწერის დასაფიქრებლად!

ასევე ვიწვევთ ყველა თანამოაზრეს, გულშემატკივარს და თანამებრძოლს, ვისაც სურს დაგვეხმაროს ხელმოწერების შეგროვების პროცესში მონაწილეობის მისაღებად!

მისამართი: გრიბოედოვის #15
კვირას, ორშაბათს და სამშაბათს
10:00-დან 22:00-მდე."- წერს გეგელია.