28 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 12:09
28 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო

28 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ნინო ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"თა­ვად ექიმ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა და დას­კვნა და­ი­დე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­დეს, ან დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­როს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გაგ­ზავ­ნი­ლია მო­თხოვ­ნა საქ­მის მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო მო­ძი­ე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა როცა გვე­ცო­დი­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ნა­შა­ვე მხა­რე ადეკ­ვა­ტუ­რად და­ის­ჯე­ბა. ამ ეტაპ­ზე ექი­მი თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩა­მო­შორ­დე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცესს", - გა­ნა­ცხა­და ნი­ჟა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუმ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მკურ­ნა­ლი ექი­მის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა ბა­თუ­მი-ქო­ბუ­ლე­თის გზის მო­ნაკ­ვე­თი გა­და­კე­ტეს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გზის გახ­სნას შე­ე­ცად­ნენ, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

ორი დღის წინ, ბა­თუმ­ში 28 წლის ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ექიმს და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტეგები