"ფინალისტთა ხუთეული არ დასახელებულა" - განათლების მინისტრის მოადგილე
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 13:16
"ფინალისტთა ხუთეული არ დასახელებულა" - განათლების მინისტრის მოადგილე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ხუთეულშია, განათლების მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძე სოციალური ქსელით ეხმიანება:

"ფინალისტთა ხუთეული არ დასახელებულა, არასწორად აზიარებს ზოგიერთი მედია. უბრალოდ, გუშინ ორად გაყვეს ათეული და ასე წარადგინეს. დღეს არის საღამოს გამოვლენა ერთი გამარჯვებულის. მინდა აქვე დავაფიქსირო, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, საზეიმოა საქართველოს ფინალისტობა ამ მასშტაბის და მნიშვნელობის კონკურსში, რომელიც გლობალური განათლების ფორუმის ფარგლებში იმართება.
ლადომ მოახერხა ის, რომ საქართველო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღარ იქნება მხოლოდ ღვინით, ხინკლით და ლამაზი ბუნებით! ახლა ყველას ემახსოვრება მასწავლებელი, რომლიც გლობალური მასშტაბის ცვლილებებს ახდენს."- წერს აბულაძე.


 

ტეგები