პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 13:56
პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა. ილია მეორემ თქვა, რომ განსაკუთრებული თვისებები აქვთ ამ ბავშვებს.

"მინდა დავლოცო ეს ბავშვები და მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. არის უამრავი შემთხვევა როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული,"- თქვა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე ლოცვის ძალაზე იქადაგა.

ტეგები