ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 15:07
ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა

ქართველმა სუმოისტმა ოძეკის წოდება დაკარგა და სეკივაკე გახდა. ჰარუ ბაშო ლევან გორგაძემ 7-8 ბალანსით დაასრულა.

ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მას დადებითი ბალანსი და იაპონელი სეკივაკე ტაკაკეშიოს დამარცხება სჭირდებოდა. თუმცა ტაკაკეშიომ ქართველი სუმოისტი დოჰიოდან გადააგდო.

ოძეკის წოდების დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე 15-დან 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.


 

ტეგები