გიგანტური კუს მპოვნელმა ჯილდოდ თანხა მოითხოვა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 19:16
გიგანტური კუს მპოვნელმა ჯილდოდ თანხა მოითხოვა

ფოთში, ნაბადას სანაპიროზე ადგილობრივმა ლაშა ხოჯავამ, რომელმაც გიგანტური კუ იპოვა "პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა, რომ ის ფულადი ჯილდოს ელოდა.

"სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ერთი ნიკოლოზი მძიმედაა. ძლივს გამოვსტაცე სიკვდილს, 15 დღე რეანიმაციაში იწვა. გუშინ დილით შეშის მოსაგროვებლად ვიყავი ზღვის სანაპიროზე და მაშინ ვნახე გამორიყული გიგანტი კუ. ვეცადე წყალში შემებრუნებინა, მაგრამ ამაოდ. უკვე განგრენა ეწყებოდა, თავს ეხვეოდნენ თოლიები. მე რომ არ მეპოვა დაკორტნიდნენ. რის ვაი-ვაგლახით მეზობლების დახმარებით ურიკით წამოვიყვანე სახლამდე, დაახლოებით 80 კილოგრამს იწონიდა. ჩავსვი ჩემს აბაზანაში, გაცურა და ამის შემდეგ დავრეკე გარემოს დაცვის სააგენტოში. მოვიდნენ დენდროლოგიური პარკიდან სპეციალისტები და გარემოს დაცვიდანაც. ვკითხე, კუს პოვნისთვის თუ მეკუთვნოდა გასამრჯელო, რაც ძალიან მჭირდება და მითხრეს ბიუჯეტში კუს პოვნის თანხა არ დევსო. არ ვატანდი, ბოლოს, მაინც გავატანე", - ამბობს ხუჯავა.

ამჟამად ფოთის მკვიდრის მიერ ნაპოვნი გიგანტური, იშვიათი სახეობის კუ სასტუმრო"პარაგრაფში" აუზში გადის ადაპტირებას გარემოსთან შესაგუებლად.




 

ტეგები