ნორვეგიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერიდან 1300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 22:32
ნორვეგიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერიდან 1300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ნორვეგიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, გემ „ვიკინგ სკაის” ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ლაინერი დაიძირა. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

გავრცელებული ცნობით, ხომალდიდან განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდიდან 1300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. რამდენიმე მგზავრი ჯერ კიდევ ბორტზე რჩება, თუმცა ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან და მაშველები მათაც მალე გამოიყვანენ. მათივე თქმით, სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს.

ტეგები