„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 11:37
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარდგინა. კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.

ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე იყრის. 

ტეგები