პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 14:14
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა.

კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია.

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.

ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

ტეგები