"არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ" - სააკაშვილი უგულავას
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 21:25
"არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ" - სააკაშვილი უგულავას

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეის სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თავის ყოფილ თანაგუნდელს, გიგი უგულავას მიმართა:

"გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"..რა თქმა უნდა,მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა,და ძვირფასო გიგი,გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს,მაგრამ დაიმახსოვრე,მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები,ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე

"ათას ცოცხალსა ბევრჯერა,
ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია", - დაწერა ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, სააკაშვილს გიგი უგულავამაც კომენტარის სახით უპასუხა: "მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს საუკეთესო სურვილებით".

ტეგები