ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 22:46
ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს

ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებულ მალხაზ კობაურთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 2018 წლის 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.
 

ტეგები