სოფო კილაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2019 10:59
სოფო კილაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფო კილაძემ სკოლის მოსწავლეებთან და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებთან ერთად 129-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რამდენიმე  ათეული წიწვოვანი ხე დაირგო. 

რაიონის ტერიტორიაზე ნაძალადევის რაიონში  გამწვანების ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.

„მსგავს აქციებში მოსწავლეების და სტუდენტების ჩართულობა და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მომავალმა თაობამ თავისი ქალაქი შეიყვაროს და მასზე ზრუნვა ისწავლოს. ჩემი სამაჟორიტარო ოლქი უერთდება მწვანე ქალაქის კონცეფციას და ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქში მწვანე საფარის გაზრდაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.