გურამ დოჩანაშვილს 80 წელი შეუსრულდა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2019 11:27
გურამ დოჩანაშვილს 80 წელი შეუსრულდა

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. დოჩანაშვილის შემოქმედება მრავალ ენაზეა ნათარგმნი, მისი ნაწარმოებები კი საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. ის არის ავტორი ისეთი ცნობილი მოთხრობებისა, როგორებიცაა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „მხოლოდ ერთი კაცი“, „კეჟერაძეები“. მისი ლეგენდარული რომანია „სამოსელი პირველი“, რომელიც 1975 წელს გამოიცა და დაფუძნებულია ბიბლიური „უძღები შვილის“ იგავის სიუჟეტზე. 

გურამ დოჩანაშვილი „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ „საბას“ პრემიის ლაურეატია.